დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩები გაიმართა.
ბათუმის „დინამომ“ პირველ ლიგის ბინადარ ჭიათურას უმასპინძა და მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. ბათუმელთაგან გოლები ბერიაშვილმა, მუჯირმა, შონიამ (დუბლი) და დიასამიძემ გაიტანეს.
რაც შეეხება დღეს გამართულ კიდევ ორ შეხვედრას. წყალტუბოს „სამგურალი“ შინ ქობულეთის „შუქურას“ დაუზავდა 1 – 1, ხოლო თბილისის „ლოკომოტივი“ გორის „დილას“-თან 1 – 3 დაამრცხდა.
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი, მუჯირი, კაკალაძე, ბერიაშვილი, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, პაჭკორია, აბუსელიძე, თევდორაძე, დიასამიძე, ვარშანიძე.
გოლები: 1-0 ბერიაშვილი, 2-0 მუჯირი, 3-0, 4-0 შონია, 5-0 დიასამიძე
