სიახლეები

მერანი 2-0 დინამო ბათუმი

14081022 536971036488538 747363730 n

საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის, თასის გათამაშების მეთექვსმეტედ-ფინალში ერთმანეთს მარტვილის „მერანი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდა.

მატჩი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მერანი:
კუპატაძე, ორბელაძე(კაპ), გიორგაძე, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, ლომაშვილი, გეწაძე, შულაია, ქანთარია, საბანაძე.

სათადარიგო: მამალაძე, გეგია, წყაროზია, ხაბელაშვილი, წოწონავა, ჩუბითიძე, ჯიჯელავა.

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

დინამო:

ტაკიძე, სუხიაშვილი, გოგიტიძე, ტეტუნაშვილი, ტვილდიანი, ვარშანიძე, თარხნიშვილი, ჭკუასელი, თევდორაძე(კაპ), ფონიავა, ლობჯანიძე.

სათადარიგო: ტიმოფეევი, ქორიძე, კვირკველია, შონია, მარიანოვიჩი, კვანტალიანი, გაბდოლინი.

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა. თავი მარტვილელთა მხრიდან აკაკი შულაიამ გამოიჩინა.
დინამოელთაგან, მატჩის მიწურულს პაპუნა ფონიავას ჰქონდა მომენტი. მან ადვილად აუარა მცველს გვერდი და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ბურთს „მერანის“ მეკარე დაეუფლა.
მატჩის 55-ე წუთზე ბათუმელებს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდება „დინამოს“ ფორვარდამდე მივიდა, რომელმაც ბურთი თავით გაგზავნა კარისკენ, თუმცა დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია და მცირედით აცდა მეტოქის კარს.
აკაკი შულაიამ მატჩის 78-ე წუთზე კვლავ გამოიჩინა თავი, როდესაც ხაბელაშვილისგან მიღებული გადაცემა კარგად გამოიყენა და აქტივში დუბლი გაიფორმა.
„დინამომ“ მატჩის მიწურულს კიდევ ორი მომენტი შექმნა, თუმცა გოლით არც ერთი მათგანი არ დაგვირგვინდა.

მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა, მასპინძლების გამარჯვებით. „დინამო“ გათამაშებას გამოეთიშა. „მერანი“ კი ბრძოლას აგრძელებს და 1/8 ფინალში თავის მეტოქეს დაელოდება.

ცვლილებები:

46’ გავიდა - ჭკუასელი / შემოვიდა - მარიანოვიჩი (დინ)
46’ გავიდა - ფონიავა / შემოვიდა - კვანტალიანი (დინ)

50’ გავიდა - გეწაძე / შემოვიდა - ხაბელაშვილი (მერ)
50’ გავიდა - თევდორაძე / შემოვიდა - შონია (დინ)
68’ გავიდა - ქანთარია / შემოვიდა - წყაროზია (მერ)
88’ გავიდა - შულაია / შემოვიდა - წოწონავა (მერ)

გაფრთხილება:

მელიავა (მერ) – 19’
ვარშანიძე (დინ) – 45+2’
საბანაძე (მერ) – 82’
ჩალაძე (მერ) – 90+2’

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search