სიახლეები

დინამო (ბთ) 1 – 1 სამტრედია

13957471 10210629334716437 72298161 n

 

7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშების პირველი ტური გაიმართა.ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1 – 1 დასრულდა.

ძლიერი სიცხის და მოედნის საფარის გამო შეხვედრის პირველი ნახევარი ნელ ტემპში წარიმართა. მეორე ნახევარი კი გაცილებით უხეში, დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა.

ტაიმის დასაწყისშივე სტუმრებმა გოლი გაიტანეს. მარცხენა ფლანგზე სამტრედიელთა იერიში ლაშა შერგელაშვილმა წამოიწყო და ზივზივაძეს გადააწოდა, რომელიც დინამოელთა მცველებს ადვილად გაუსწორდა და დინამოელთა მეკარეს მარცხენა, დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 0:1.

დინამოელებმა წონასწორობა 78-ე წუთზე აღადგინეს - სწრაფი შეტევის დროს ნიკა კვანტალიანმა საჯარიმოს ხაზთან ბურთი თემურ შონიას დაუგდო, რომელმაც ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

მომავალ შეხვედრას  „დინამო“ 14 აგვისტოს, ფოთის „კოლხეთი 1913“ - თან გამართავს.

07.08. ქობულეთი. "ჩელე არენა"

დინამო (ბთ)-სამტრედია         1:1

გოლები: 0:1 ზივზივაძე (58), 1:1 თ. შონია (78)

დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, თ. შონია - გეგეჭკორი (84. ჭკუასელი), ფონიავა ქავთარაძე (58. კვანტალიანი) - ე. ლობჯანიძე (75. თევდორაძე).

სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ვარშანიძე

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე - დათუნაიშვილი, ცნობილაძე, მანჯგალაძე (69. არაბული), შერგელაშვილი - რაჟამაშვილი (89. ჯიქია), ზივზივაძე (83. გამყრელიძე), მარკოზაშვილი.

სათადარიგოები: მეშველიანი, ნინუა, მთივლიშვილი, ახალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილებები: დათუნაიშვილი (28), მჭედლიშვილი (79), კვირკველია

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search