სიახლეები

დინამომ კოლხეთი გაანადგურა

matchis win3

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ფოთის კოლხეთი 5:0 დაამარცხა.

ფოთში, „პარკ არენაზე“ გამრთულ მატჩს წინ ძლიერი წვიმა უძღვოდა და ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს კომბინირება ძალიან უჭირდათ თუმცა, პირველი გოლი მაინც ეფექტური გამოდგა. სუხიაშვილი - შონია - ქავთარაძე - ტვილდიანი - გეგეჭკორის კომბინაცია დინამოელთა კაპიტანმა დააგვირგვინა.

მეორე ნახევარში დინამოელებმა სამი გოლი გაიტანეს, ერთი კი ფოთელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

"კოლხეთი" ფოთი 0 - 5 "დინამო" ბათუმი

გოლები: 0-1 შონია (19') 2-0 ლობჯანიძე (59') 3-0 მარიანოვიჩი (66') 4-0 გედენიძე (ავტოგოლი 83') 5-0 თევდორაძე (თერთმეტმეტრიანი 92)

დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, გეგეჭკორი (ჭკუასელი 70') , ქავთარაძე, შონია, მარიანოვიჩი (თევდორაძე 77'), ლობჯანიძე (კვანტალიანი 65')

სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ფონიავა, ვარშანიძე

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search