
თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ბათუმური კლუბი თურქეთის პირველი ლიგის ბინადარს, იზმირის „გიოზტეპეს“ დაუპირისპირდა. ერზრუმში გამართული შეხვედრა ფრედ 0 - 0 დასრულდა.
დინამო 0 – 0 გიოზტეპე
დინამო: ტაკიძე, გეგეჭკორი, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ფონიავა, შონია, თევდორაძე, ქავთარაძე, ლობჯანიძე.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ქორიძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი, ჭკუასელი, ვარშანიძე.
გიოზტეპე: ბაკირბაშ, აიგუნი, ჩოსკუნი, შვეშლენი, უგურლუ, გოსო, სეგბეფია, აკბუნარი, ბინგოლი, კარადენიზი, კონე.
