სიახლეები

ახლა, როდესაც ეს მოგება ასე ძალიან გვჭირდება - თეიმურაზ შონია

12899816 10209545373298079 672834092 nხვალ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის XXII - ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართება. „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ბათუმური კლუბი ევრო-ზონაში მოსახვედრად კვლავინდებურად იბრძვის, თბილისელებმა კი ...

როგორც ბათუმელთა კაპიტანი თეიმურაზ შონია ამბობს „ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს“. მოახლოვებულ „დინამოელთა“ დაპირისპირებაზე „დინამო“ ბათუმის კაპიტანი საუბრობს.

„ურთულესი მატჩი გველის. თბილისის „დინამო“ ტრადიციულად რთული მეტოქეა, მაგრამ ყველაფრისთის მზად ვართ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დამატებით სტიმული არ გვესაჭიროება. ქომაგებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭრონ - ახლა, როდესაც ეს მოგება ასე ძალიან გვჭირდება, ერთად უნდა დავამარცხოთ სტუმარი გუნდი და ევროსაგზურისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. “ - ამბობს თეიმურაზ შონია.

“მეორე წრის დაწყებასთან ერთად, გუნდში ტრავმირებულთა რიცხვმა იმატა. „ჩიხურასთან“ წაგებულ შეხვედრაში პრაქტიკულად თავდამსხმელის გარშე ვითამაშეთ. დანაკლისის გარეშე ერთი მატჩიც კი არ ჩაგვიტარებია. ოღონდ, დანაკლისში არა ერთს ან ორს, არამედ ხშირად 4-5 ფეხბურთელზე ვსაუბრობ. თუმცა, ფაქტია რომ ამ დრომდე შანსს ვინარჩუნებთ და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search