
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით აჭარულმა კლუბებმაც ისარგებლეს და ერთმანეთს ჩელე არენაზე დაუპირისპირდნენ. ამხანაგური შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დინამოელმა მაქაცარიამ დუბლი შეასრულა. ხოლო შეხვედრაში ბოლო გოლი, 93-ე წუთზე ქობულეთელმა მალანიამ გაიტანა.
"დინამო" ბათუმი 2 - 1"შუქურა" ქობულეთი
დინამო: ალავიძე (მამინაშვილი 46 წთ.), ქათამაძე, ტეტუნაშვილი, მიხაილოვიჩი (ფოთელიძე 80 წთ.), ქორიძე, ვარშანიძე, შონია, ქავთარაძე (კეკუა 70 წთ.), დიასამიძე (ჭკუასელი 15 წთ, კვანტალიანი 65 წთ.), თევდორაძე (კაშია 66 წთ.), მაქაცარია (ბერიძე 77 წთ.).
გოლები: 1:0; 2:0; მაქაცარია (4', 45'), 2:1 მალანია (93')
