სიახლეები

ნიკოლა კომაზეცი:”ქართული ფეხბურთი ინვესტიციებს საჭიროებს”

1173595 1688304581382335 4393633127552266541 n

 

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის ”დინამომ” მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე 28 წლის სერბი ფორვარდი ნიკოლა კომაზეცი დაიმატა.

კომაზეცმა, რომელსაც სერბეთის, სლოვენიის, ბოსნიის, ტაილანდისა და ნორვეგიის ჩემპიონატებში უთამაშია, საქართველოს უმაღლესი ლიგის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან მნიშვნელოვან შეხვედრებში ”ცხინვალისა” და გორის ”დილას” კარი აიღო.

MySports.Ge ნიკოლა კომაზეცს ესაუბრა.

– რატომ გადაწყვიტე კარიერის გაგრძელება ბათუმის ”დინამოში”?

– ვთამაშობდი ისეთ გუნდებში, რომლებიც ახერხებდნენ საკუთარ ჩემპიონატებში მაღალი ადგილების დაკავებას. ბათუმის ”დინამო” საქართველოს სამ საუკეთესო კლუბს შორისაა და კონტრაქტის გაფორმება ამ ფაქტორმა განაპირობა. ჩვენი გეგმა კვლავ იგივეა, გვსურს ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ასევე ძალიან მომწონს ქალაქი ბათუმი, აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.

– რას ფიქრობ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე?

– ვხედავ ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში უკეთეს დონეზე წარმოაჩინონ თავი. საერთო ჯამში კარგი ჩემპიონატია, თუმცა ინვესტიციებს საჭიროებს, სტადიონებისა და მინდვრების მდგომარეობის გამოსწორება დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ფეხბურთს.

– “მარიბორში” თამაშისას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშე. როგორც გაიხსენებდი იმ პერიოდს?

– ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ფიქრობ, ოცნებობ ითამაშო ევროპის ძლიერი კლუბების წინააღმდეგ. მშვენიერი, განსაკუთრებული გრძნობა იყო ”ტოტენჰემთან,” ”ლაციოსთან” და ”პანათინაიკოსთან” დაპირისპირებები.

ვითამაშე ბეილის, დეფოს, ლენონის, კლოზეს, კანდრევასა და სხვა ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ. სწორედ ეს იყო ჩემი ოცნება.

კომა

-ამჟამად რა არის შენი ოცნება?

– მსურს ხშირად მქონდეს კარგი პერიოდები კლუბთან და თანაგუნდელებთან ერთად. რაც ბევრ გამარჯვებაში, ბევრ სიხარულში გამოიხატება, მიზნად მიმდინარე სეზონში საუკეთესო სამეულში შესვლა დავისახეთ და ესეც ერთ-ერთი მთავარი სურვილია.

– გასულ სეზონში ბათუმის ”დინამომ” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

– დიახ, ვფლობ ინფორმაციას ”ომონიასთან” შეხვედრის შესახებ, კლუბში გადასვლამდე ვნახე ამ მატჩის მიმოხილვა. ”დინამომ”კარგი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით პირველ შეხვედრაში.

კომაზეციიიი

–  ქართული გუნდისთვის გოლები მნიშვნელოვან შეხვედრებში გაიტანე. როგორ შეაფასებდი შენს თამაშს?

– ვფიქრობ ეს არ არის მაქსიმუმი, მეტი შემიძლია, თუმცა საქართველოში თამაში არ არის ადვილი, 2 გატანილი გოლი კარგი შედეგია და იმედი მაქვს კვლავაც გავიტან, თუმცა ჩემთვის უპირველესია გუნდის შედეგი.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search