სიახლეები

„სერბმა ბათუმისთვის გაიტანა: ნიკოლას პირველი ქართული გოლი“ – „კურირი“

12324930 10209133425479641 1350122669 n

სერბული ტაბლოიდი „კურირი“ (kurir ქართულად კურიერს ნიშნავს) ნიკოლა კომაზეცის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა.

„საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში სერბმა თავდამსხმელმა ნიკოლა კომაზეცმა სადებიუტო გოლი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, გორის „დილას“ გაუტანა, შეხვედრა ფრედ 2 : 2 დასრულდა.

მასპინძლები, მატჩის დებიუტშივე კომაზეცის ზუსტად შერულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ.  ათ წუთში სტუმრებმა ოთარ მარცვალაძის დახმარებით ანგარიში გაათანაბრეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი დინამოელები თეიმურაზ შონიას გოლით კვლავ დაწინაურდნე. შეხვედრის 62 - ე წუთზე მატჩში საბოლოო ანგარიში  2:2  ოთარ მარცვალაძემ დააფიქსირა.

მიმდინარე ჩემპიონატში „დილა“ მეორე პოზიციაზეა. გასული წლის ივნისში გორის „დილა“, სერბულმა „პარტიზანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა. „დინამო“ ბათუმი 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომაზეცმა საქართველოს ვიცე ჩემპიონთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. სერბი საქართველოში ნორვეგიული „ჰაგესუნდიდან“ გადაბარგდა და მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა კომაზეცმა გასულ უქმეებზე ზუგდიდთან (0 – 1) გამართა, მომავალ შაბათს კი ბათუმელები ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდებიან.

18:58

23.02.2016

© Copyright 2025 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search