ჩემო ბათუმელებო, ბათუმის დინამოს ქომაგებო, თანამებრძოლენო, თანამოაზრენნო, ოჯახის წევრებო, პატივცემულო ვეტერანებო, ადგილობრივი ხელისუფლების და სპორტული საზოგადოების ღირსეულო წარმომადგენლებო, უბრალოდ ჩემო მეგობრებო გილოცავთ დამდეგ 2016 წელს.
უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის და სრულიად საქართველოს მფარველი... გისურვებთ უფლის წყალობას ჯანმრთელობას და გამარჯვებით სვლას. ჩვენ ყველას ერთი დიდი მიზანი და აზარტი გვაერთიანებს-დინამო ბათუმის გამარჯვევება. 17 წლიანი შესვენების შემდეგ დინამო ბათუმი დაუბრუნდა დიდ ევროპულ საფეხბურთო ოჯახს... ეს იყო რთული მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი რეგიონისთვი და ქვეყნისთვის. ეს დიდი წარმატება მხოლოდ დასაწყისია ჩვენი საყვარელი კლუბის სამომავლოდ მოსალიდნელი დიდი ტრიუმფალური გამარჯვებებისა. რა მაძლევას ამის თქმის უფლებას?! პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების გვერდში დგომა,პროფესიონალებით დაკომპლექტებული კლუბის ადმინისტრაცია და სამწვრთნელო შტაბი, საფეხბურთო ბაზისა და სტადიონის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა, კლუბის ხვალინდელი დღე-გამართული ასაკობრივი გუნდების 500 აღსაზრდელი განათლებული მწვრთნელების დახმარებით და ბევრი სხვა. ბაზის მშენებნლობა დაწყებულია და 2016 წლის სექტემბრისთვის დასრულდება, ხოლო სტადიონის მშენებლობა აპრილის თვეში დაიწყება..მოკლედ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ,ერთ გუნდად შევიკრათ და დარწმუნებული ვარ ასეთი მიდგობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. უფალი გვფარავდეს. საუკეთესო სურვილებითა და ბედნიერი მომავლის იმედით.
საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმის" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.
