მეოცე ტურის შეხვედრაში ბათუმის დინამომ სტუმრად გორის დილა 2 - 1 დაამარცხა.
შეხვედრა მასპინძელთა სწრაგი გოლით დაიწყო. მეშვიდე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა გორელმა პედრინიომ ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს კი შონიამ შორეული გაათანაბრა. მატჩის გადამწყვეტი გოლი ამჯერადაც გრიგალაშვილის ანგარიშზეა - ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელმა თემურ ჩოგაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, შონიამ თავით უცვალა ბურთს მიმართულება და ამას ელგუჯა გრიგალაშვილის აუღებელი დარტყმა მოჰყვა - 1:2.
დილა (გორი) - დინამო (ბათუმი) 1:2 (1:1)
დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, პაპავა, ქარქუზაშვილი (კვახაძე 46), გაგოშიძე, რაზმაძე, ძარია, პედრინიო (მოდებაძე 75), ნუბიო, კირკიტაძე (კირკიტაძე 16), ტარავალიე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დინამო ბთ: შოვნაძე, ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 73), მარცვალაძე, ჩოგაძე (კვანტალიანი 80), კვასოვი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გოლები: 1:0 პედრინიო (7), 1:1 შონია (40), 1:2 ე.გრიგალაშვილი (71)
გაფრთხილება: პედრინიო, მაჩაიძე, კვახაძე, ძარია, პაპავა - შონია, სუხიაშვილი, მარცვალაძე, კვასოვი
მსაჯი: ნინუა
ფოტო: fcdila.ge
