ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ 1 – 0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა მეთორმეტე წუთზე გაიტანა.
ბათუმში, დინამო 2017 წლის 5 მაისს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩით დაბრუნდა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნება დრამატულად და თბილისურ კლუბთან მარცხით დასრულდა. 23 ივლისის მატჩიც არანაკლებ დაძაბული და ემოციური გამოდგა (ექვსი ყვითელი და ორი წითელი ბარათი), თუმცა ამჯერად სხვა ფინალით - „რაგბი არენაზე“, ოფიციალურ მატჩში ბათუმის „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა.
დინამო (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:0 (1:0)
დინამო ბთ: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, არზიანი, ვ.თევდორაძე (ვარშანიძე 89), ელგუჯა გრიგალაშვილი ჩოგაძე (კვანტალიანი 63), მარცვალაძე, კვასოვი (გორელიშვილი 86)
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
ლოკომოტივი: რ.თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ქურდაძე, რეხვიაშვილი (კიკნაძე 67), უბილავა, ჭანტურია, გოროზია (სამურკასოვი 61), დიასამიძე, კომახიძე, არველაძე (ქავთარაძე 53), სიხარულიძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლი: 1:0 გრიგალაშვილი (13)
გაფრთხილება: არზიანი (55, 69), გრიგალაშვილი (71) - უბილავა (45), სამურკასოვი (74), ქურდაძე (90+2)
გაძევება: არზიანი (69) -კომახიძე (72)
მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი
ფოტო: fcloco.ge
