შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამოს" მეტოქის ვინაობა გაირკვა.
გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორების პირველი მეტოქე ევროპალიგაზე პოლონური "იაგელონია" იქნება.
