
ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ლუგანსკის „ზორიას“ გაეჯიბრება. შეხვედრა 22 თებერვალს, ანტალიაში გაიმართება.
დინამოელები უცხოურ შეკრებაზე 8 თებერვალს გაემგზავრებიან. ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ბათუმელები ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
