დღეს, ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. დინამოელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ შედგენილი ექვსკვირიანი მოსამზადებელი გეგმა, აერობული წვრთნებით დაიწყო და მომავალი კვირიდან ორჯერადი ვარჯიშებით გაგრძელდება.
8 – 22 თებერვალს „დინამო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ხუთი ამხანაგური მატჩის გამართვაა დაგეგმილი.
