საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში გასამართ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის ოფიციალური 21 კაციანი შემადგენლობაში ბათუმის დინამოელი ნიკა კვანტალიანი მოხვდა, რომელიც ასაკობრივი ნაკრების უცვლელი წევრია. ჩვენი გუნდის გარდა ტურნირში ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებები იასპარეზებენ.
