სიახლეები

დინამო ბთ - ზუგდიდი 5:0

DINZUGმეათე ტურის შეხვედრაში, ბათუმის „დინამომ“ „ზუგდიდი“ 5 – 0 დაამარცხა და ფოთის „კოლხეთი 1913“ თან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.

დინამოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეორე წუთზე კვანტალიანის (სუხიაშვილის გადაცემით) შორეული დარტყმით დაწინაურდნენ კიდეც. ბათუმელთა მეორე საგოლე შეტევა 27 - ე წუთზე სუხიაშვილი - ლობჯანიძე - გეგეჭკორის სამსვლიან კომბინაციას მოჰყვა. გოლი მართლაც ეფექტური გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის შემცირების შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ. ჩუკვურამ დინამოელთა მცველები ადვილად ჩამოიტოვა, მაგრამ ტიმოფეევთან ვერაფერს გახდა. ბათუმელთა მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დებიუტშივე ანგარიში 3 – 0 გახდა - 51-ე წუთზე გეგეჭკორის ფლანგურ გარღვევას ლობჯანიძის გოლი მოჰყვა. 71 - ე წუთზე გორელიშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი გეგეჭკორმა გოლად აქცია. მეხუთხე გოლის გატანის შანსი, შეცვლაზე შემოსულ გაბდოლინს ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში ბურთი ვერ შეიმაგრა. შეხვედრაში მეხუთე გოლი მაინც გავიდა. 90-ე წუთზე გოგიტიძის თავურით საბოლოო ანგარიში 5 – 0 დაფიქსირდა.
მომავალ მატჩში დინამოელები 19 ნოემბერს, სტუმრად, ბოლნისში ადგილობრივ „სიონთან“ გამართავენ.

დინამო ბთ - ზუგდიდი 5:0

გოლები: 1:0 კვანტალიანი (2), 2:0 გეგეჭკორი (27), 3:0 ლობჯანიძე (51), 4:0 გეგეჭკორი (პენ) (71), 5:0 გოგიტიძე (90)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, ტვილდიანი, თარხნიშვილი, ქავთარაძე (70’ მარიანოვიჩი), გოგიტიძე, გორელიშვილი, კვანტალიანი (46’ ვარშანიძე), ლობჯანიძე (82’ გაბდოლინი)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, ჩუკვურა (59’ აქუბარდია), ქანთარია, ზოზულია, ტყემალაძე, სიხარულია, სამუშია (70’ ჭანტურია), ლაშხია (62’ ბეჭვაია), თუთბერიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან მიქაძე

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე, გ. კიკაჩეიშვილი
გაფრთხილება: 9’ ქავთარაძე (დინამო ბთ)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search