
22 ოქტომბერს, გია ზედანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი 1913" -ის ცამეტწლამდელები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა და ტურნირი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ფინალურ მატჩს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად დაესწრო. მე-4 საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში 15-22 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას : „ბაბელსბერგი 03“ (გერმანია); ქუთაისის „მართვე“; ბათუმის „დინამო“; საფეხბურთო კლუბი „ბაკური“; ფოთის "კოლხეთი" და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები.
