სიახლეები

პირველი მარცხი : დინამო ბთ. 0 – 1 კოლხეთი 1913

Tvildiani Samtredia

მიმდინარე ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ პირველად, შინ ფოთის „კოლხეთი 1913“ - თან დამარცხდა.


მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მოლოდინისამებრ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფოთელთა გამარჯვების ბურთი 53-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ კორობკამ გაიტანა. ამ გამარჯვებით „კოლხეთი 913“ 15 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა „დინამო” კი, 13 ქულით მესამეზე დაქვეითდა.

ქობულეთი, „ჩელე არენა“
დინამო ბთ - კოლხეთი 1913 0:1
გოლი: 0:1 კორობკა (53)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია (76’ გორელიშვილი), მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (46’ ფონიავა), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი (61’ ლობჟანიძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი (71’ კაკულია), ჯღამაია (90’ ლუკავა), კორობკა (82’ ჩაკვეტაძე)
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 45’ თარხნიშვილი, 57’ ქავთარაძე (ორივე დინამო ბთ), 61’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 72’ კვირკველია, 80’ ტვილდიანი (ორივე დინამო ბთ)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search