სიახლეები

ამხანაგური მატჩი: შუქურა 1-3 დინამო

როგორც იცით, უმაღლეს ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა

ამიტომ, ბათუმის დინამომ დღეს ამხანაგური მატჩი გამართა ქობულეთის შუქურასთან

მატჩი ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით 1-3 დასრულდა

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. შეხვედრის 25-ე წუთზე გოლით ალექსანდრე გურული გამოირჩა და ქობულეთელები დააწინაურა

პირველ ტაიმში დინამომ ანგარიში ვერგაათანაბრა, მეორე ტაიმის 55-ე წუთზე კი ბათუმელთა ვიცე-კაპიტანმა ვალერიან თევდორაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირა

62-ე და 83-ე წუთებზე კი პაპუნა ფონიავა და გუნდის ახალწვეული, მიხეილ გორელიშვილი, გამოირჩნენ და მატჩიც ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search