სიახლეები

მარცხიანი დასაწყისი

       ეროვნული ლიგა 2-ის სტარტი მარცხიანი გამოდგა ბათუმის დინამოსთვის. თელავში ადგილობრივ კლუბთან ჩემპიონატის გახსნის მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ მინიმალური ანგარიშით - 1:0. ბათუმელებს ჰქონდათ ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობა , თუმცა თელაველები კარგად იცავდნენ თავს და მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ, გამოირჩეოდა გიორგი ხარებაშვილი, რომელმაც გაცუდებული ორი მომენტის მიუხედავად მაინც შესძლო გამარჯვების გოლის გატანა. გაშვებული გოლის შემდეგ აბუსელიძეს ჰქონდა 100%-იანი შანსი, მაგრამ პირისპირ დარჩენილმა მეკარეს ვერ აჯობა, ბოლო წუთზე კი ქავთარაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ორიოდე მეტრიდან ვერ მოხერხდა ბურთის კარში გადაგზავნა.

 

გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი

თელავი-დინამო (ბთ) 1:0

გოლები: 1:0 გიორგი ხარებაშვილი (51)

გაფრთხილება: გალახვარიძე (თელავი)

 

თელავი. 5-4-1: ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა (კ), ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, აკაკი წყაროზია

(ნიკოლოზ ნოზაძე 63), ლაშა კუკუჯანაშვილი, გივი იოსელიანი, მირიან ჯიქია, ვასილ გოგოლიძე (ირაკლი რუხაძე 70), გიორგი ხარებაშვილი (ნიკოლოზ გალახვარიძე 90), გიორგი ნიქაბაძე

 

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

 

დინამო (ბთ). 4-4-2: რომან ტაკიძე, მირზა ფარტენაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ქავთარაძე, ვალერიან თევდორაძე (კ) (გიორგი ჭანკოტაძე 67), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (ამირან აბუსელიძე 57), გიორგი ილურიძე, ლაშა ჩალაძე, ზაზა ჭელიძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვახტანგ კვარაცხელია 73)

 

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search