სიახლეები

ზედიზედ მეორე წაგება

           უიღბლო გამოდგა ეროვნული ლიგა-2-ის მატჩი ტრადიციულად უხერხულ მეტოქესთან, თბილისურ "ვიტ ჯორჯიასთან". ჩვენი გუნდი ქუთაისში მასპინძლის სტატუსით ღებულობდა ვეტერინარებს. ფლობდა სოლიდურ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მეორე ნახევარში ბურთის ფლობის საერთოდ ტოტალურ უპირატესობას, თუმცა სწორედ მეორე ნახევარში ვიტელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოდგა ზუსტი. შედეგად ზედიზედ მეორე მარცხი ჩემპიონატში და არასახარბიელო მდგომარეობა სატურნირო ცხრილში.

 

ქუთასი. "რამაზ შენგელია"

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 0:1

გოლები: 0:1 ცოტნე მოსიაშვილი (72)

გაფრთხილებები: ჯანელიძე, ვარშანიძე (დინამო); ვასაძე, მუხლიშვილი (ვიტ ჯორჯია)

 

დინამო (ბთ). 4-3-3: მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ბესო დეკანოიძე (ფლამარიონი 60), ლევან შარიქაძე (გიორგი ჭანკოტაძე 76), გიორგი ჯანელიძე (კ), გიორგი ილურიძე, ლაშა ჩალაძე, ზაზა ჭელიძე (მალხაზ გაგოშიძე 43), ვახტანგ კვარაცხელია

 

მთ. მწვრთნელი:  გია გეგუჩაძე

 

ვიტ ჯორჯია. 3-5-2: ჯონი შეროზია (კ), ირაკლი კამლაძე, გიორგი გეთიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი (თორნიკე მუზაშვილი 85), პაატა ღუდუშაური (ირაკლი ზარიძე 74), გიორგი ვეკუა (ოთარ მუხულიშვილი 71), ნოდარ კიკნაველიძე, გიორგი ვასაძე, რევაზ ჩიტიშვილი, დავით საჯაია, შოთა დავლაშელიძე

 

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search