სიახლეები

პირველი გამარჯვება სეზონში

         ჩემპიონატის მესამე ტურში იქნა მოპოვებული სადებიუტო გამარჯვება. ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა მორიგ აჭარულ დერბიში, ე.წ. "ელ მანდარინოში". იმერეთის დედაქალაქში ორი აჭარული გუნდის დაპირისპირება ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. დინამოელები შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებს ქმნიდნენ, ქობულეთურმა გუნდმა მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში თითქოს გამოასწორა მდგომარეობა და დაემუქრა ალავიძის კარს, თუმცა უშედეგოდ, მატჩის დასკვნით ნაწილში ისევ დინამოელები დომინირებდნენ. აღსანიშნავია გიორგი ილურიძის კარგი თამაში და ბექა ვარშანიძის სადებიუტო გოლი. შედეგად - 3:0 . პირველი სამი ქულა და მორიგი მოგებული დერბი.

 

ქუთაისი. "რამაზ შენგელია".

შუქურა - დინამო (ბთ) 0:3

გოლები: 0:1 გიორგი ჯანელიძე (26, პენ), 0:2 გიორგი ილურიძე (90), 0:3 ბექა ვარშანიძე (90+3)

 

შუქურა (4-2-3-1): დავით კუპატაძე (კ), ომარ ბულუხაძე, გიორგი კალანდაძე (ლუკა ნემსაძე 83), გიორგი კალანდია, დოს რეის რამოსი, სტეფან დასსე, ირაკლი ქათამაძე, ნიკო კვასხვაძე, ფელიპე ნუნიეში (გიორგი ივანიაძე 50), გოდვინ კონიეჰა (გიორგი ჭანუყვაძე 65), ჯეფერსონ ჯერალდო

 

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

 

დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ბესო დეკანოიძე (გიორგი ჭანკოტაძე 76), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (კ), ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ამირან აბუსელიძე 77), გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 90+1)

 

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

© Copyright 2018 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search