სიახლეები

სპარინგი რიზეში

      სანაკრებო შესვენებისას უკვე ტრადიციად ქცეული სპარინგი გაიმართა რიზეში, ადგილობრივ რიზესპორსა და ჩვენ კლუბს შორის. რიზელები ამ მომენტისთვის თურქულ პირველ ლიგაში ლიდერობენ და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვიან. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, გია გეგუჩაძემ სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტი მოსინჯა, ასევე უშუალოდ საქმეში იხილა პოტენციური ახალწვეულები. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმი მომენტებით იყო დახუნძლული. ანგარიში რიზელებმა გახსნეს სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, მალევე ჯოვინომ გაათანაბრა მოხდენილი დარტყმით, ამის შემდეგ ჩინებული მომენტები ჰქონდათ იგივე ბრაზილიელ ლეგიონერს, აბუსელიძეს, განუგრავას... თუმცა ბოლო წამზე მასპინძლებმა ერთი შეხედვით თამაშის კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი გაიტანეს და თანაბარ თამაშში გამარჯვება მოიპოვეს - 2:1

 

რიზესპორი - დინამო - 2:1

გოლები: 1:0 სამუდიო (58), 1:1 ფლამარიონი (75), 2:1 რობინ იალჩინი (92)

 



დინამო: ალავიძე, გოგიტიძე (ადამაძე 70), ჩალაძე, გაგოშიძე, ქავთარაძე (ფარტენაძე 46), ვარშანიძე (ტროფიმოვი 70), შარიქაძე (განუგრავა 46), თევდორაძე (ჯანელიძე 46), დეკანოიძე (ჯოვინო 46), ილურიძე (აბუსელიძე 46), კვარაცხელია (საბანაძე 46).

სათადარიგო: შოვნაძე

 

© Copyright 2018 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search