სიახლეები

ასაკობრივი გუნდების ბატალიები

       წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა ბათუმის დინამოს სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა.

       "დინამო"-2 (მთ.მწვრთნელი ამირან გოგიტიძე, მწვრთნელი ომარ ნაგერვაძე) საქართველოს რეგიონული ლიგის "ბ" ჯგუფში ასპარეზობს. ხუთი ტურის შემდეგ გუნდს 8 ქულა აქვს და პირველი პოზიცია უკავია - 2 მოგება, 2 ფრე და ერთი წაგება, ბურთების შეფარდება 5-4. მომდევნო მატჩს გუნდი 11 აპრილს ბათუმში გამართავს წალენჯიხის სქურთან.

       დინამოს ცხრამეტწლამდელთა გუნდი (მწვრთნელები ლევან ხომერიკი და თემურ ტუღუში) შესაბამისი ასაკის ლიგაში თავიანთ ჯგუფში ასევე ლიდერია და წაუგებლად ასპარეზობს. აქ პირველი წრე მიილია, ექვსი ტურის შემდეგ გუნდს ოთხი მოგება, ორი ფრე და შესაბამისად 14 ქულა აქვს აქტივში, ბურთების შეფარდება 17-2. მომავალ მატჩს დინამოელები 14 აპრილს წყალტუბოში გამართავენ.

        ჭაბუკთა ლიგაზე დინამოელთა 17 და 15 წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ. აქაც პირველი წრე დასრულდა, 17 წლამდელებს (მწვრთნელები გოჩა ყულეჯიშვილი და ამირან მუჯირი) 7 ქულა აქვთ - 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება, ბურთები 3-5. გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს სსფ-ს აკადემიასთან (ზუგდიდი).   15 წლამდელები (მწვრთნელები ნიკა თოდაძე და რამაზ სამნიძე) 10 ქულით ლიდერობენ თავიანთ ჯგუფს, 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი, ბურთები 8-3. მომდევნო ტურში ჩვენი გუნდები ჭაბუკთა ლიგაზე მარტვილის სალხინოს გუნდებს მიიღებენ 15 აპრილს.

       წარმატებით დაწყო ასპარეზობა რ.კვასხვაძის სახელობის თასზე დინამოელთა 14-წლამდელთა გუნდმა (მთ.მწვრთნელი ვალერი შანიძე, მწვრთნელები გელა კიკალიშვილი, გიორგი ჭანტურია) ნორჩმა ბათუმელებმა ამბროლაურის "რაჭის" თანატოლები დაამარცხეს.

        დინამოს 13-წლამდელთა გუნდი (მთმწვრთნელი გია ჯორბენაძე, მწვრთნელი კახა ქაცარავა) წარმატებით ასპარეზობს სიდეს საერთაშორისო ტურნირზე, პატარა ბათუმელებმა ერთიმეორეს მიყოლებით დაამარცხეს ბერლინის ტასმანია 5:0, თურქული ბურსასპორი 3:0 და მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ამავე ტურნირზე ასევე წარმატებით ასპარეზობს აჭარის 12 წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელები ვალერი შანიძე და ედიშერ კაკაბაძე), ნაკრებში დიდი რაოდენობით ირიცხებიან დინამოს U-12-ის ფეხბურთელები.

        ჩვენი საიტი შემდეგში უფრო დეტალურად მიაწვდის გულშემატკივარს დინამოს სხვადასხვა გუნდების შედეგებს და მატჩების პერიპეტიებს, ასევე ყველა გუნდის დაწვრილებით სტატისტიკურ მონაცემებს.

© Copyright 2025 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search