სიახლეები

გოგონების დამაჯერებელი გამარჯვება

         ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმეს დინამოელმა გოგონებმა. მათ საკუთარ მოედანზე ხობის კოლხეთი მიიღეს. მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, საკმაოდ გააზრებულ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, კარგად გადადიოდნენ შეტევაში და მუდამ სიმწვავეს ქმნიდნენ მეტოქის კართან. საბოლოოდ გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა - 4:0. გოლები თამრიკო ყურაშვილმა, თაკო დოლიძემ, დარინა ანთაძემ და მარი კახიძემ გაიტანეს. გამოსარჩევია მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელის თაკო დოლიძის ბრწყინვალე გოლი, თაკომ კარიდან 25 მეტრში ჰაერში მიიღო ფეხზე ბურთი და დაუშვებლად მეტოქის შორეულ ცხრიანში გაგზავნა. ქალთა ლიგაში ჩვენ გუნდს უკვე 4 ქულა დაუგროვდა, მომდევნო მატჩს დინამოელები ისევ ბათუმში ჩაატარებენ ხაშურის ივერიასთან 11 აპრილს.

დინამო” ბათუმი 4-0 “კოლხეთი” ხობი

გოლები: ყურაშვილი, დოლიძე, დ.ანთაძე, კახიძე.

 

შემადგენლობა: გაროჟანკინა, ლ.ანთაძე, ყურაშვილი, რიჟამაძე, ჯიბლაძე, დ.ანთაძე, დოლიძე, ართმელაძე, თავართქილაძე, ხავთასი, აბაშიძე.

 

სათადარიგო: მარკოიძე, კახიძე, ლ.დიასამიძე.

 

შეცვლები:

აბაშიძე - კახიძე

ჯიბლაძე - ლ. დიასამიძე

გაროჟანკინა - მარკოიძე

 

მთ. მწვრთვნელი: ბაჩანა აბაშიძე

მწვრთვნელი: გივი მინჯია

© Copyright 2018 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search