სიახლეები

გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში

      მორიგი ტურის მატჩი ჩვენმა გუნდმა მარტვილში გამართა წყალტუბოს სამგურალთან. მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და მალევე 17-ე წუთზე სწრაფად გათამაშებული კომბინაცისას ქავთარაძემ კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ჯერ აბუსელიძემ გაატარა ბურთი და ილურიძემ ვარდნაში ეფექტურად გახსნა ანგარიში. ამის შემდეგაც ბათუმელები ფლობდნენ ინიციატივას, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ გიორგი ჯანელიძემ საკმაოდ უწყინარ სიტუაციებში ზედიზედ მიიღო ორი ყვითელი ბარათი, შედეგად მე-40 წუთიდან გუნდი კაცნაკლული დარჩა. მეორე ტაიმი დინამოელებმა სიფრთხილით ჩაატარეს, საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა ვაკო თევდორაძემ, კარგად დაიჭირა ბურთი და მეტოქეს მოუსპო შეტევის განხორციელების საშუალება, საიმედონი იყვნენ მცველებიც, წყალტუბოელები ორჯერ იყვნენ ახლოს მიზანთან, ორივეჯერ სტანდარტულების შემდეგ, ერთხელ ჩხეტიანმა თავით ძელს გაარტყა ბურთი, მეორე შემთხვევაში კი ალავიძემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია მეტოქის დარტყმული. ბათუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს ზედიზედ მესამე მატჩის მოგება და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე დამკვიდრდნენ.

 

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

სამგურალი-დინამო (ბთ) 0:1

გოლი: 0:1 გიორგი ილურიძე (17)

გაფრთხილება: შალამბერიძე(5), ბიბილაშვილი (29), გოგუაძე (81), ფანცხავა(89) - ჯანელიძე(33, 40), გაგოშიძე(37), თევდორაძე(75)
გაძევება: ჯანელიძე(40)

 

სამგურალი. 4-2-3-1: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე (ზურაბ ფანცხავა 76), ბექა ბიბილაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე (გაგა ჩხეტიანი 66), უშანგი ბანძელაძე, ზაურ გოგუაძე, ნიკა შალამბერიძე (ბაქარ ლაღაძე 66), ივანე კილაძე, ცოტნე ხარაბაძე, ზურაბ ენდელაძე, მამუკა ღონღაძე

 

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

 

დინამო (ბთ). 4-1-2-3: მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ილურიძე (ვაკო თევდორაძე 59), მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი განუგრავა 43), ამირან აბუსელიძე (ბესიკ დეკანოიძე 88)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

© Copyright 2018 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search