ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურში ბათუმის "დინამომ" ქუთაისში 3:2 დაამარცხა "ნორჩი დინამო". ბათუმელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მე -10 წუთზე გიორგი ილურიძემ ტატო აბუსელიძის გამჭოლი პასი აქცია გოლად, 27-ზე კი ბათუმელთა განაპირა მცველი ლაშა ჩალაძე ეფექტურად გაცდა მეურვეს და საჯარიმოში მყოფ ჯოვინოს ზუსტი და გამოზომილი გადაცემა გაუკეთა, ბრაზილიელმაც არ დაახანა და ბურთი ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა მეტოქის კარში. მიუხედავად ამისა თბილისელებმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე ფლამარიონიმ "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა. ეს ზღვისპირელთა ზედიზედ მეოთხე მოგებაა და ისინი შემდეგ საშინაო მატჩს საკუთარ საკლუბო ბაზაზე ჩაატარებენ.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
დინამო - ნორჩი დინამო 3:2
გოლები: 1:0 გიორგი ილურიძე (10), 2:0 ჯოვინო ფლამარიონი (27), 2:1 იაგო დეისაძე (49), 2:2 გოგი ფიფია (60), 3:2 ჯოვინო ფლამარიონი (90+3)
დინამო (4-1-2-3): მიხეილ ალავიძე (კ), გიორგი განუგრავა (მირზა ფარტენაძე 72), გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ამირან აბუსელიძე (ვალერიან თევდორაძე 73), ლევან შარიქაძე, გიორგი ილურიძე (ბესო დეკანოიძე 63), მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ნორჩი დინამო (5-4-1): ბაჩო მიქავა, სევასტი თოდუა (კ), ბესიკ ჩიმაკაძე (ბექა ბეროშვილი 56), იაგო დეისაძე, რაფაელ ჩუკურა, ზურაბ თევზაძე, ბაჩანა მიქელაძე (გიორგი მელქაძე 46), გოგი ფიფია, გიორგი ტყეშელაშვილი, კახაბერ კაკაშვილი, რევაზ გეწაძე (ვლადიმერ ჯოჯუა 46)
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია