ეროვნული ლიგის მე-7 და მე-8 ტურებში ბათუმის დინამომ ორი გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. მცხეთაში, ცხინვალის სპარტაკთან გამართული მატჩის სტარტში ბათუმელთათვის უსიამავნო ეპიზოდი მოხდა, გუნდის შემტევი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ილურიძე მძიმედ დაშავდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა მას ერთი თვე გაუცდება. პირველი ტაიმის ბოლოს ნომინალური მასპინძლები გიორგი მაღალდაძემ დააწინაურა. ხელოვნური მინდვრის საფარის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გია გეგუჩაძის გუნდმა თავისი საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა, ამას მეორე ტაიმში გიორგი ჯანელიძის ვერ გატანილი 11 მეტრიანიც დაემატა, წერტილი კი ცხინვალელთა თავდამსხემლმა, ზვიად მეტრეველმა დასვა., 2:0.
რამდენიმე დღეში დინამო ტექნიკურ ცენტრ- ბასას მოედანზე ს.კ. გაგრას დაუპირიპირდა, უკვე მე-11 წუთზე ზღვისპირელებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცათ, როცა საჯარიმოში გიორგი განუგრავას წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. წინა შეხვედრაში ვერ გატანილი პენალტით გულდაწყვეტილი გიორგი ჯანელიძე თავის შეცდომის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ ფორტუნამ მას ზურგი აქცია, მისი დარტყმული ბურთი გაგრელთა გოლკიპერმა მოიგერია. მასპინძლებმა კი შორეული საჯარიმო დარტყმით გახსენს ანგარიში, რატი ცაცკრიალაშვილმა მიხეილ ალავიძეს მაღალ კუთხეში გაუტანა, 87 ზე ბათუმელთა კარი გაფრინდაშვილმაც აიღო. ისევ 2:0 და დინამო სახლში 0 ქულით ბრუნდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბათუმელებს უკვე ნამდვილი სახლი აქვთ, ანგისას ბაზა რომლის ოფიციალური გახსნაც 1 მაისს იგეგმება.