სიახლეები

უგოლო ფრე მცხეთაში

მე-11 და მე-12 ტურებში დინამო ბათუმმა ორი ქულა მოიპოვა, პირველ მატჩში მცხეთა პარკზე ბათუმელებმა ყველაზე უხერხულ მეტოქესთან - ვიტ ჯორჯიასთან ვერაფერი გააწყვეს. შეხვერდა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უნდა აღინიშნოს რომ, პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ, რამდენჯერმე მასპინძელთა კარს ფლამარიონ ჯოვინო დაემუქრა, თუმცა ბრაზილიელს დარტყმებს სიზუსტე აკლდა. მეორე ნახევარში ვეტერინარებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი კი უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქონდათ, როცა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიმართულება ჩაკვეტაძემ შეუცვლა, რომ არა მიხეილ ალავიძის ბრწყინვალე რეაქცია გოლი გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოო ჯამში მცხეთა პარკზე გამართული მატჩი, გატანილი გოლების გარეშე 0-0 დარულდა. ამავე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა, ფორტუნამ დინამო და ვით-ჯორჯია კიდევ ერთხელ შეახვედრა ერთმანეთს, ამ გუნდების სათასო დაპირისპირება 1/16 ფინალში შედგება, მატჩი ისევ მცხეთა პარკზე, 14 ივნისს გაიმართება. 

 

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search