სიახლეები

რევანში თელავთან

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე დინამო ბათუმმა თელავთან საშინაო მატჩით გახსნა. პირველ ტურში, ამ გუნდების დაპირისპირება თელაველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. რაც შეეხება ბათუმურ შეხვედრას როგორც მოსალოდნელი იყო ანგისას სპორტულ ბაზის ტრიბუნა გულშემატკივრებმა სრულად შეავსეს. საკუტრივ მატჩი კი ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო, რასაც მე-12 წუთზე ფლმარიონ ჯოვინოს გოლი მოყვა, ბრაზილიელმა სტუმართა მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლუკა სანიკიძეს აუღებელი დაურტყა, მიმდინარე გათამაშებაში ეს ჯოვინოს მე-4 გოლი გახლდათ. პირველი ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ტაიმი კი ორმხრივი იერეშებით გაგრძელდა, ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ხიფათი ისევ სტუმართა კართან შეიქმნა და ეპიზოდის მთავარი გმირი აქაც ჯოვინო იყო, მისი შეჩერება თელავის მცველმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმით შეძლო, მსაჯმა ის წითელი ბარათით დასაჯა, ბათუმელებმა კი ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. 10 კაცით დარჩენილმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო შეტევის განხორციელება მაინც შეძლეს, თუმცა კარში ხეირიანად ვერცერთხელ ვერ დაარტყეს. მატჩის ბოლოს დინამოელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ ტატო აბუსელიძეს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მის მიმართ გამოყენებული თამაშის წესები უხეში დარღვევა მსაჯ - ჯენერი ხორავას ყურადღებიდან გამორჩა. საბოლოო ჯამში რევანში შედგა, დინამომ თელავი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.    

© Copyright 2024 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search