სიახლეები

დინამო ბათუმი 2019

2019 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება "დინამო" ბათთუმმა მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო. გუნდის ხელმძღვანელობამ ზამთრის  სატრასნფერო  ფანჯრის დროს რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. დინამოს ძირითად შემადგენლობას 10 ახალი ფეხბურთელი შეემატა. პირველი ტრანსფერი ბათუმელებმა დეკემბერში განახორციელეს, როცა გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე გადმოიბირეს. მოგვინაბეით გუნდს კიდევ ერთი საყრდენი, ნიგერიელი - ბენჟამინ ტეიდი შეემატა. დაცვის ხაზის გაძლიერების მიზნით გუნდში ცენტრალური მცევლი გიორგი გადრანი მოვიდა, გასული სეზონი მან გორის დილაში გაატარა. მარტვილის მერანიდამ დინამოში სამი მოთამაშე გადმოვიდა, მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა და ძმები ვაჟა და ცოტნე ფაცაციები.  ორი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი და რატი ცაცკრიალაშვილი დინამოში ს.კ. გაგრადან გადმოვიდნენ. დინამოს რიგებს ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის კარგად ნაცნობი თავდამსხმელი - რომან ჭანტურიაც შეურთდა, ასევე კონტრაქტი გაფორმდა მარცხენა გარემარბ, საკმაოდ პერსპექტიულ მათე კვირკვიასთან.  

 

მოვიდნენ:           კლუბი
გიული მანჯგალაძე  "ვენტსპილში" (ლატვია)
გიორგი გადრანი  "დილა" გორი
კიჭი მელიავა  "მერანი" მარტვილი
ვაჟა ფაცაცია  "მერანი" მარტვილი
ბენჯამინ ტეიდი  "ლიეპა" (ლატვია)
რომან ჭანტურია  "ემპოლი" (იტალია)
თორნიკე გაფრინდაშვილი   ს.კ. "გაგრა"
რატი ცაცკრიალაშვილი   ს.კ. "გაგრა"
ცოტნე ფაცაცია  "მერანი" მარტვილი
მათე კვირკვია   ს.კ. "რუსთავი"

 

გასული სეზონის შემდეგ ჩვენი გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, გუნდს სხვადასხვა ეტაპზე დაემშვიდობნენ გიორგი განუგრავა, მირზა ფარტენაზე, გელა გოგიტიძე და ლევან შაარიქაძე. იჯარის წესით 6 თვით დინამოდან შევარდენი 1906-ში გადავიდა ბექა ვარშანიძე. უკრაინელ მცველ ევგენი ზუბეიკოსთან კი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდში მოსვლიდან ერთ თვეში შეწყდა.

 

წავიდნენ:  
გიორგი განუგრავა  
მირზა ფარტენაძე  
ლევან შარიქაძე  
გელა გოგიტიძე  

 

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე დინამო ბათთუმმა ამხანაგური მატჩები საკუთარ ბაზაზე ჩაატარა. 24 იანვარს გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მარტვილის მერანს მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია. გოლი ტატო აბუსელიძის ანგრიშზეა. 28 იანვარს ბათუმელებმა ს.კ. ზუგდიდს ასევე მინიმალური სხვაობით 1:0 აჯობეს, ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა გაბრიელ რამოსმა გაიტანა. უკვე 1 თებერვალს დინამო სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა, 5 თებერვალს კი ამავე ანგარიშით 5:1 ბათუმელებმა ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთის "შუქურას" მოუგეს. შეხვედრის დაწყებამდე ახალი მოთამაშეების და ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გაიმართა. დინამოს ტექნიკური სპონსორი "ადიდასი" იქნება, გენერალური სპონსორი კი კომპანი "ეიჩ გრუპი" გახდა.

 

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search