სიახლეები

შეკრება თურქეთში

6 თებერვალს სამწვრთნელო შეკრების ფრაგლებში დინამო ბათუმი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ორ კვირიანი შეკრების ფარგლებში 5 საკონტროლო შეხვედრა გამართა. ბათუმელები ანტალიის რეგიონში, კერძოდ  ქალაქ ბელეკში მდებარე IC SANTAI HOTEL -ში დაბინავდნენ. პირველი ამხანაგური მატჩი 9 თებერვალს გია გეგუჩაძის გუნდმა უკრაინულ ს.კ. ლვოვთან ჩაატარა, შეხვედრა უკრაინული გუნდის გამრჯვებით 1:2 დასრულდა. ბათუმელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის გატანა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეძლო.  შემდეგი ორი მატჩი ბათუმელებმა ასევე უკრაინულ გუნდებთან, დესნასთან და მარიუპოლთან, შესაბამისად 12 და 13 თებერვალს გამართეს.  "დესნასთან" "დინამო" ორბურთიანი სხვაობით 0:2 დამარცხდა. მარიუპოლთან შეხვედრა კი მინიმალური სხვაობით 0-1 დათმო.

16 თებერვალს ბათუმური გუნდის მეტოქე, პოლონეთის პირველ ლიგაში მოთამაშე "ბიტოვია" გახლდათ, ეს მატჩი დინამოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა, გაბრიელ რამოსის და მათე კვირკვიას გოლებით შავიზღვისპირელებმა შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.  ბოლო საკონტროლო მატჩი გია გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში რუსულ "ენისეისთან" 20 თებერვალს გამართა, ამ შეხვედრაში უგოლო ფრე 0:0 დაფიქსირდა, თუმცა ბათუმელები რამდენჯერმე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ და მეტოქის კართან უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს, ამაზე მატჩის სტატისტიკაც  მეტყველებს. საბოლოო ჯამში დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე გამართული 5 მატჩიდან სამი დათმო, ერთში იმარჯვა და ერთიც ფრედ დაასრულა. გუნდი სამშობლოში 21 თებერვალს დაბრუნდა. 

 

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search