სიახლეები

დინამო ბათუმი - ტორპედო ქუთაისი II ტური

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში "დინამო" ბათუმი ქუთაისის ტორპედოს შეხვდა, მატჩი დინამოს სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა. აღსანიშნავია, მატჩზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი, რაც შეხვედრას დამატებით ხიბლს და საინტერესო ატმოსფეროს სძენდა.  ე.წ. ანგისის საფეხბურთო ბაზაზე რომელიც 1800 გულშემატკივარს იტევს, 3000-ზე მეტი ადამიანი მივიდა რაც ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში იშვიათობას წარმოადგენს. 

შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში ოლეკსანდრ აზაცკიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასით შარშანდელი სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა - ბუდუ ზივზივაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ბათუმის დინამო 0:2 დაამარცხა, შესაბამისად დინამოს პირველი ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს. 

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ოლეკსანდრ აზაცკი (17), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+3)

დინამო (4-3-2-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46), ვალერიან თევდორაძე (კ), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (ნიკოლოზ საბანაძე 70), რომან ჭანტურია (გიორგი ილურიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 62), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქიმაძე 75), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 61)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

 

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search