სიახლეები

გიორგი ნავალოვსკი დინამოელია

გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. გუნდმა ახალი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე წარადგინა.

ნავალოვსკიმ ბათუმურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა საქართველოს ნაკლების ფეხბურთელი დიდი ალბათობით კლუბში ივნისის შემდეგაც დარჩება. ახალწვეული ბათუმის "დინამოში" 29 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 32 წლის გიორგი ნავალოვსკი ბოლოს მინსკის დინამოში ირიცხებოდა, თუმცა ბელარუსული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. იქამდე, ხაბაროვსკის სკა-ს, ბაქოს ნეფჩის და სხვა არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდის რიგებში ასპარეზობდა. ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search