კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში "დინამო" ბათუმი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თბილისის დინამოს ესტუმრა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 0:1 დასრულდა. მატჩში ერთადერთი გოლი ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა - გიორგი გადრანმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სტანდარტული სიტუაციიდან, მე-12 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ბათუმელთა გოლკიპერმა მიხეილ ალავიძეს მიუძღვის რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლებისგან იხსნა.
გოლის გატანის კარგი შანსი სტუმრებსაც ქონდათ, გაბრიელ რამოსმა თორნიკე გაფრინდაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ბათუმელთა მარჯვენა გარემარბმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ შეძლო გატანა. მატჩის ბოლოს, 84-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან დინამოს მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა გააძევეს, გია გეგუჩაძის გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.
დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ნიკა ნინუა 60), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 78), ლევან შენგელია (კ), ანტონიო როხანო (ლევან კუტალია 66), ფრან კარბია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 87), გაბრიელ რამოსი, გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 46), ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 72)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე