სიახლეები

V ტური - დინამოელებმა სტუმრად ვიტ ჯორჯია დაამარცხეს

30 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ვიტ ჯორჯია" 0:1 დაამარცხა. თანაბარ თამაშში გამარჯვების მომტანი გოლი სტუმრებმა გაიტანეს - 72-ე წუთზე რამოსმა მელიავას პასი მიიღო, გეთიაშვილს დაასწრო და ბურთს შეროზიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.დარჩენილ დროში "ვიტ ჯორჯია" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და დამარცხდა. ამ მოგების შემდეგ ბათუმის "დინამომ" 9 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა, "ვიტ ჯორჯია" კი 5 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

ვიტ ჯორჯია - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გაბრიელ რამოსი (72)
გაძევება: გიული მანჯგალაძე (90+4)

ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ნოდარ კიკნაველიძე, დავით საჯაია, ცოტნე მოსიაშვილი (ვანო კურდღელაშვილი 78), გიორგი ვასაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (გიორგი ლაცაბიძე 81), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური, დავით მუჯირი (ზურაბ მუსელიანი 46)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, გიორგი ჯანელიძე (კ), გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 86), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 58)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search