"წარმოგიდგენთ "დინამო" ბათუმის კიდევ ერთ ახალწვეულს. ჩვენს გუნდს 22 წლის ბრაზილიელი მცველი ალეფ სანტოსი შეემატა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა. ალეფ სანტოსი ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავთ. საფეხბურთო კარიერა "ვიტორიაში" დაიწყო, ბოლოს კი სკ. "მარინგას" ღირსებას იცავდა. ასევე ირიცხებოდა ბრაზილიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში