
15 იანვარს, ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2026 წლის პირველ ვარჯიშს ლეონიძის ქუჩაზე არსებულმა საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე 27 ფეხბურთელი გახლდათ.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, საბა ისმაილოვი, მათე თურმანიძე
მცველი: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ცხომელიძე, ზურაბ თედორაძე, ნიკოლოზ ბალაძე, რეზი ჩიტიშვილი, ბათუ მახარაძე, გიორგი გოგმაჩაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი
ნახევარმცველები: არტემ მილჩენკო, გიორგი ფუტკარაძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე, მირო ზოიძე, გიორგი სურმანიძე, ლუკა წულუკიძე, დაჩი აბუსელიძე, ბექა ბარამიძე, ნიკა დუმბაძე, გოგა გოგრაჭაძე
თავდამსხმელები: დმიტრი მანდრიჩენკო, ზურაბ თავდგირიძე, ლევან ხოზრევანიძე
სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობდა თორნიკე კირკიტაძე, რომელიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
21 იანვრამდე დინამო მზადებას ბათუმში გააგრძელებს, შემდგომ კი გუნდი 1 თვიან საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიური შეკრების შესახებ უფრო მეტი დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
