სიახლეები

თურქული შეკრება 2026

ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაიწყო, 21 იანვარს აჭარული კლუბი ანტალიის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ლარაში ჩავიდა და სასტუმრო Miracle-ში დაბინავდა.

თურქულ შეკრებაზე დინამოს შვიდი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან ხუთი მეტოქე უკვე ცნობილია. კლუბი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს უზრუნველყოფს.  

24 იანვარი | 18:00 - დინამო ბათუმი v სლოგა დობოი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

30 იანვარი | 18:00 - დინამო ბათუმი v სილეკსი (ჩრდ. მაკედონია)

10 თებერვალი | 18:00 - დინამო ბათუმი v ნეფთჩი ფერგანა (უზბეკეთი)

13 თებერვალი | 12:00 - დინამო ბათუმი v ოლექსანდრია (უკრაინა)

16 თებერვალი | 18:00 - დინამო ბათუმი v სოგდიანა (უზბეკეთი)

შეკრების პირველი ნაწილი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდგომ გუნდი სამი დღით დაისვენებს, ხოლო 7 თებერვლიდან მზადებას კვლავ ანტალიის რეგიონში, სასტუმრო Kamelya-ში განაგრძობს.

გიორგი ჭიაბრიშვილი თურქულ შეკრებაზე 27 ფეხბურთელით იმყოფება:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე, საბა ისმაილოვი

მცველები: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ცხომელიძე, ზურაბ თედორაძე, ნიკოლოზ ბალაძე, რეზი ჩიტიშვილი, ბათუ მახარაძე, გიორგი გოგმაჩაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი

ნახევარმცველები: არტემ მილჩენკო, გიორგი ფუტკარაძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე, მირიან ზოიძე, ლუკა წულუკიძე, დაჩი აბუსელიძე, ბექა ბარამიძე, ნიკა დუმბაძე, გიორგი გოგრაჭაძე, თორნიკე კირკიტაძე

თავდამსხმელები: ლევან ხოზრევანიძე, დმიტრი მანდრიჩენკო, ზურაბ თავდგირიძე

ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებას 20 თებერვალს დაასრულებს და ეროვნული ლიგის პირველი ტურისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სეზონის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 მარტს, სტუმრად თბილისის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search