
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი სიამოვნებით აანონსებს კომპანია Crocobet-თან ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში, გემბლინგ სექტორში, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი ბრენდი დინამო ბათუმის სპონსორი და ოფიციალური მაისურის წარმდგენი მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება.
აღნიშნული პარტნიორობა ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პრეცედენტულია და რეკორდულად მაღალ სასპონსორო პაკეტს მოიცავს, რაც კლუბის გრძელვადიანი და მდგრადრი განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
ახალი თანამშრომლობა განსაკუთრებულ სიახლეებს ჰპირდება გულშემატკივრებს, დინამო ბათუმის საშინაო მატჩებზე დამსწრე მაყურებელს თუ კლუბით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, ერთობლივი პროექტები, რომელიც ქომაგს სტადიონსა თუ მის მიღმა, გამორჩეულ და დასამსახსოვრებელ საფეხბურთო გამოცდილებას შესთავაზებს.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სლოგანია - “მიზნიდან გამარჯვებამდე”, დინამოც ახლა სწორედ ამ გზის გავლას იწყებს. ჩვენი მიზანი მკაფიოა: შევქმნათ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე სტაბილური კლუბი. დარწმუნებული ვართ, ეს მიდგომა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად მიგვიყვანს ახალ გამარჯვებებამდე.
ხელმოწერის ოფიციალური ღონისძიებას დინამო ბათუმის ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე ესწრებოდა.
თემურ მიქელაძე, დინამო ბათუმის მფლობელი: „საამაყო დღეა, რადგან კროკობეთი უკვე მეორედ გახდა დინამო ბათუმის სპონსორი. ბედნიერი ვარ, რომ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს ძალიან გაუხარდათ როდესაც ეს თანამშრომლობა ისევ შედგა. კროკობეთი დინამო ბათუმის საჩემპიონო სპონსორი გახლდათ და ვთვლი, რომ ასეთ ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წელს ამ მიზნისგან შედარებით შორს ვართ, მაგრამ ჩვენი განვითარების გრძელვადიან გეგმაში ჩემპიონობის გარდა, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაცაა.“
ნიკოლოზ ჯღარკავა, დინამო ბათუმის გენერალური მენეჯერი: „მოხარული ვართ, რომ ისეთ ძლიერ და სტაბილურ კომპანიასთან დავმეგობრდით, როგორიც Crocobet-ია. განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა დინამო ბათუმი იმყოფება, კერძო სექტორის, კერძოდ კი სპონსორების ჩართულობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ჩვენ კლუბის შენების ახალ ეტაპს ვიწყებთ და ამ პროცესში Crocobet-ის უდიდესი როლი ექნება.
აღსანიშნავია, რომ „დინამო ბათუმსა“ და Crocobet-ს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. 2023 წელს კლუბმა თავისი არსებობის 100 წლის იუბილე სწორედ Crocobet-თან პარტნიორობით აღნიშნა. სიმბოლურია, რომ ის წელი ჩვენი კლუბის ტრიუმფით დასრულდა და გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.“
ნიკო ადეიშვილი, კროკობეთის მარკეტინგის დირექტორი: „ქართული სპორტის მხარდაჭერა კროკობეთის სტრატეგიული ამოცანაა, აქედან გამომდინარე დავიწყეთ დინამო ბათუმთან თანამშრომლობა. დინამო ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საფეხბურთო კლუბია ჩვენს ქვეყანაში და მოხარული ვართ მის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ. თანამშრომლობა სამწლიანია და ცხადია, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის შეთანხმებაა.“
Crocobet მრავალი წელია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. კომპანია იყო საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ეროვნული საფებხურთო ლიგის 10-მდე კლუბის მთავარი სპონსორი.
2023 წელს Crocobet საფეხბურთო კლუბს ნაპოლის რეგიონალური პარტნიორი გახდა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა უნიკალური პროდუქტი Croco Airways, რომელიც უზრუნველყოფდა პირდაპირ ფრენებს ნეაპოლის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში სტადიონზე მოეწყო სპეციალურად ქართველებისთვის გამოყოფილი ფანზონა, რომელიც ყოველ თამაშზე აერთიანებდა ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის საგულშემატკივროდ ჩასულ ქომაგებს. ამ პროექტის განხორციელებისთვის, Crocobet-მა SIGMA Europe-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – 2023 წლის საუკეთესო მარკეტინგული კამპანია.
2025 წელს, ნაპოლისთან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, Crocobet-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატის კიდევ ერთ საფეხბურთო კლუბთ ჰაიდენჰაიმთან გააფორმა რეგიონალური პარტნიორობა, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე იცავს.
