სიახლეები

დინამო1-4 ნეფჩი ფერგანა

სამ დღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება განაგრძო და 10 თებერვალს მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ბათუმელების მეტოქე უზბეკეთის ჩემპიონი ფერგანას ნეფჩი იყო. შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით - 4-1 დასრულდა. დინამოს მხრიდან ერთადერთი გოლი 16 წლის ბექა ბარამიძის ანგარიშზეა.

დინამო1-4 ნეფჩი ფერგანა

სიდე, ანტალია

დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, კოხრეიძე, მარა, ჯაფარიძე, ხოზრევანიძე, წულუკიძე

სათადარიგო შემადგემლობა: თურმანიძე, დუმბაძე, აბუსელიძე, ზოიძე, ფუტკარაძე, თედორაძე, მახარაძე, ცხომელიძე, გოგრაჭაძე, კალანდარიშვილი, თავდგირიძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ნეფჩი ფერგანა: ერგაშევი, პულატოვი, სიგერი, საიფიევი, გაფუროვი, იოკიჩი, ალიბოევი, ისმოილოვი, პერისა, ისკანდეროვი, ოდილოვი

სათადარიგო შემადგენლობა: რასულიონოვი, ფომინი, მურატოვი, ჯუმაევი, აბდუგანიევი, მარუშიჩი, ტუხსანოვი, გიოსოვი

მთავარი მწვრთნელი: ისლამბერ ისმაილოვი

გოლები: 0-1 პერისა (პენ.) (58’), 0-2 ისმაილოვი (61), 0-3 გიოსოვი (69’), 1-3 ბარამიძე (76’), 1-4 ჯუმაევი (84)

ტრავმების გამო ნეფჩისთან გამართული შეხვედრა თორნიკე კირკიტაძემ და დმიტრი მანდრიჩენკომ გამოტოვეს. ნიკოლოზ ბალაძემ კი, ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო შეკრება დატოვა და რეაბილიტაციას ბათუმში განაგრძობს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დინამო უკრაინული ოლეკსანდრიას წინააღმდეგ 13 თებერვალს 11:00 საათზე გამართავს. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search