სიახლეები

დინამო ბათუმი 2-1 მეშახტე | XIII ტური

16 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 გაიმარჯვა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე გახსნეს - ბექა შუბითიძის გადაცემით ირაკლი სიხარულიძემ თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და 49-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე გავიდა - თორნიკე კირკიტაძის პასით შეცვლაზე შემოსულმა ლევან ხოზრევანიძემ ზუსტი დარტყმით დინამოელებს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

მიმოხილვა [ვიდეო]

დინამო ბთ 2-1 მეშახტე

ბათუმი, აჭარაბეთ არენა

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მარა, კოხრეიძე (67' ლაკვეხელიანი), კალანდარიშვილი, წულუკიძე, კობახიძე (კ), ფუტკარაძე, ჯაფარიძე (67' ხოზრევანიძე)

სათადარიგო: თურმანიძე, მანდრიჩენკო, ბისიეშვილი, თედორაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, თავდგირიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მეშახტეშოვნაძე, პაპუაშვილი (60' ჯიქია), შონია (70' აბულაძე), სიხარულიძე, ღურწკაია, ბურდული (70' გეგია), ქურდაძე, შუბითიძე (40' კვირკვია), გაბისკირია, პიმენტელი, უგრეხელიძე

სათადარიგო: ტყეშელაშვილი, ტერელაძე, მეხტიევი, დგებუაძე, ლიმა

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული

მსაჯები: ცოტნე სამსონაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, გოჩა ტარუაშვილი, თეონა სტურუა, ირაკლი ხერხაძე, ბექა კუნჭულია

გოლები: 0-1 სიხარულიძე (35), 1-1 წულუკიძე (49), 2-1 ხოზრევანიძე (83)

მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი სტუმრად, 21 მაისს, თბილისში სპაერის წინააღმდეგ გამართავს. 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search