
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად თბილისის იბერია 1999-ს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 25-ე წუთზე, ნიკოლოზ დადიანის გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ვახო ბედოშვილმა გახსნა. მიუხედავად მცდელობებისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ მარცხით ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
იბერია 1999 1-0 დინამო ბათუმი
თბილისი, მიხეილ მესხი
იბერია 1999: მეგრელიშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ამისულაშვილი, ზოური, დადიანი (90+4' ბიძინაშვილი), ქარდავა, ბართიშვილი (73' გოშთელიანი), კაფე (83' ქობულაძე), ძაგანია (83' ახვლედიანი), ბედოშვილი (73' ღუდუშაური)
სათადარიგო შემადგენლობა: კურტანიძე, ნაჭყებია, ხაჩიძე, ბოჭორიშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ბაგრატიონი
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო (84' ფუტკარაძე), მარა, ლაკვეხელიანი (46' ხოზრევანიძე), კოხრეიძე (79' მანდრიჩენკო), კალანდარიშვილი, წულუკიძე (84' ბარამიძე), კირკიტაძე (86' აბუსელიძე), კობახიძე, ჩიტეიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ზოიძე, ბისიეშვილი, თედორაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ალეკო აფციაური, დავით ჩიგოგიძე, ბორის ჟვანია, ირაკლი შენგელია, კობა რევაზაშვილი, დავით გოგოხია
ყვითელი ბარათები: 43' ლაკვეხელიანი, 66' ჩიტეიშვილი, 84' ღუდუშაური
გოლი: 1-0 ბედოშვილი (25')
დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 12 ივნისს გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.
